ზურაბ ბატიაშვილი: იქ, სადაც არაბული ქალაქი/ქალაქები აშენდება, ძალიან ბუნებრივია, რომ იქვე აშენდება არაბული სკოლები, ბაღები, მეჩეთები და ა.შ. შეუძლებელია, ესენი არ ეწეროს შეთანხმებაში

აღმოსავლეთმცოდნე, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
იქ, სადაც არაბული ქალაქი/ქალაქები აშენდება, ძალიან ბუნებრივია, რომ იქვე აშენდება არაბული სკოლები, ბაღები, მეჩეთები და ა.შ. შეუძლებელია, ესენი არ ეწეროს შეთანხმებაში.
მგონია, რომ სხვა რაღაცეებთან ერთად, ამასაც მალავენ ხელშეკრულების ტექსტის გასაიდუმლოებით…
და ამას, უპირველეს ყოვლისა, უმალავენ საკუთარ მომხრეებს.
აბა, როგორღა ისპეკულირონ “ენა, მამული, სარწმუნოებით”?!
ვიღაცამ შეიძლება თქვას, მერე ხომ მაინც გამოჩნდებაო. მომავლისთვის კი იმისი იმედი აქვთ, რომ ყოველგვარი პროტესტი ჩაკლული იქნება ამ ქვეყანაში.
ვერ ეღირსებიან!
ცნობისათვის, ირაკლი მ საქართველოში მასშტაბური არაბული ინვესტიციები დააანონსა. როგორც მ განმარტა, არაბული კომპანია Eagle Hills თბილისში 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს და დიდ საცხოვრებელ კომპლექსებს ააშენებს. საქართველოსა და არაბულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება