ზურაბ აზარაშვილმა, რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად, საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. უწყების ინფორმაციით, რუხის საუნივერსიტეტო მრავალპროფილური კლინიკა 15 სექტემბერს გაიხსნა.
„სამედიცინო დაწესებულებაში ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები ამოქმედდა. დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური, ადგილობრივი და სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა.
კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები. 2 თვის განმავლობაში, საავადმყოფომ უკვე 2000-ზე მეტ პაციენტს გაუწია სამედიცინო მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.
კლინიკა, ამ ეტაპზე, 140 საწოლზეა გათვლილი. პაციენტებს როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღება შეუძლიათ. ასევე, ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილება.
რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე – თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ