ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზად არის, აღნიშნული პროექტი დააფინანსოს, თუმცა ამ ეტაპზე, საჭიროება არ არის

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი და ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სამინისტროს ასიგნებებიდან ანაზღაურდება.
როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზად არის, აღნიშნული პროექტი დააფინანსოს, თუმცა, აზარაშვილის თქმით, ჯერჯერობით, ამის საჭიროება არ არის.
„არა მხოლოდ დემონტაჟი, ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება ჩვენი სამინისტროს ასიგნებებიდან. ყოველწლიური დაფინანსების ნაწილში, რასაც აღჭურვა - დაფინანსების ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ, ვფიქრობთ, რომ ამას ჩვენივე ასიგნებებით შევძლებთ, თუმცა, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზად არის, აღნიშნული პროექტი დააფინანსოს. თუმცა, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის“,-განაცხადა აზარაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.