ზურაბ აზარაშვილი – მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი, არსებობს თუ არა რისკი, რომ დეფიციტი შეიქმნას მედიკამენტზე – ამ მომენტისთვის, არცერთ აქტიურ ნივთიერებასა და მოლეკულაზე დეფიციტი არ ფიქსირდება

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი, არსებობს თუ არა პოტენციური რისკი, რომ დეფიციტი შეიქმნას მედიკამენტზე. ამ მომენტისთვის, არცერთ აქტიურ ნივთიერებასა და მოლეკულაზე დეფიციტი არ ფიქსირდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე აქტიური ღონისძიება აქვთ დაწყებული მედიკამენტების ხარისხის კუთხითაც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის – ბაზარზე დეფიციტის, ფასების ხელოვნურად აწევის, იმპორტირებული მედიკამენტების ანალიტიკის საშუალება მოგვცა იმ სიახლემ, რასაც ელექტრონული ბაზების წარმოების ვალდებულება ჰქვია.
სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ყველაფერს. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი. თუ არსებობს პოტენციური რისკი, რომ დეფიციტი შეიქმნას მედიკამენტზე. ამ მომენტისთვის, არცერთ აქტიურ ნივთიერებასა და მოლეკულაზე დეფიციტი არ ფიქსირდება. მოგეხსენებათ, ერთ აქტიურ ნივთიერებას ბევრი ბრენდი და გენერიკული დასახელების ჩამნაცვლებელი ჰყავს, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიანი მოლეკულა და ბრენდი არსებობდეს ქვეყანაში. შესაბამისი კონტროლი მიდის. ასევე აქტიური ღონისძიება გვაქვს დაწყებული ხარისხის კუთხითაც,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ