პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა” – პაპუაშვილი თვლის, რომ გერმანია გახარიას არ გადმოსცემს საქართველოს

“ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა” – პაპუაშვილი თვლის, რომ გერმანია გახარიას არ გადმოსცემს საქართველოს

იცით, რომ გიორგი გახარიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი პროკურატურის პროცედურებია. მე მისი [გადმოცემის] დიდი იმედი არ მაქვს. იმ პირობებში, როცა ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, დავით კეზერაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება და თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა, მათ შორის გერმანიაში, რა თქმა უნდა, იმედი ნაკლებია, რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და მას ქართულ მართლმსაჯულებას გადასცემენ. თუმცა, ვნახოთ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.