ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება და ორ წელზე მეტს გასტანს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება და ორ წელზე მეტს გასტანს.
ზურაბ აბაშიძის თქმით, გამზირზე მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით ძალიან მძიმე ვითარებაა, რის გამოც მიწის საფარის ჩავარდნა ხშირია.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
„უკვე იანვრიდან, პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება, რის შემდეგაც შენობა-ნაგებობების ფასადების და სახურავების რეაბილიტაცია-გამაგრება მოხდება. უკვე შემდგომ ეტაპზე კი საგზაო ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები განხორციელდება. პროექტისთვის 90 მილიონი ლარი გამოიყოფა, საიდანაც 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციას, 30 მილიონი კი საგზაო ნაწილის მოწყობას მოხმარდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.