ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა
ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა
„ასეთი განცხადებები არ გაუკეთებიათ კომუნისტების დროსაც კი. პატრიარქს ებრძოდნენ და ებრძვიან ეშმაკები და ზურაბიშვილი,” – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პატრიარქის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ მას ჰგონია, რომ ფარაონია და დაიმორჩილა სახელმწიფო.
„ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა – ეს რამ მოგაფიქრებინაო. მას ჰგონია, რომ ფარაონია, დაიმორჩილა სახელმწიფო, ეკლესია, სულთა მბრძანებელი გახდა. არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში მაჯლაჯუნები დაესიზმრებიან და ყოველ დილით გააკეთებს უცნაურ განცხადებებს – ამ დონემდე მიიყვანა თავი.
ჩვენ ხომ ვურჩიეთ, რომ დაენებებინა თავი ასეთი სულელური განცხადებების კეთებისგან. ასეთი განცხადებები არ გაუკეთებიათ კომუნისტების დროსაც კი. ზურაბიშვილმა კი, მოხსნა ყველა რეკორდი – პატრიარქს ებრძოდნენ და ებრძვიან ეშმაკები და ზურაბიშვილი. ეს არის ფორმულა, რომლითაც შეიძლება შეამკო ზურაბიშვილის დღევანდელი კომენტარი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Previous: თუ ჩემი პარტნიორი ხარ და შენი ქმედებიდან გამომდინარე ჩემი ქვეყანა სუსტდება, ქაოსშია, ომში ერთვება, მე უნდა მიგითითო და შეიძლება მკაცრადაც გითხრა, რომ ეს არ არის პარტნიორობა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.