არქივი11 ივნისი, 2024, 22:06
ზურაბიშვილი EU-ზე: გვაქვს შანსი არჩევნების გზით 2025 წელს გაგვიხსნან მოლაპარაკებები
რამდენიმე დღეში უკრაინას და მოლდოვას ეტყვიან, რომ თქვენ გიხსნით უკვე მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე. ამ ადგილას საქართველოც უნდა ყოფილიყო. ყველა მოცემულობით ჩვენ იქ უნდა ვიყოთ და არა ვართ.
მაგრამ გვაქვს საშუალება, სწორედ ამ არჩევნების გზით, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილს და მომავალ წელს, იგივე ევროპულ საბჭოზე, 2025 წლის ივნისში ჩვენ გაგვიხსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები. დავეწიოთ ჩვენ მეგობარ უკრაინას და მოლდოვას და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც დროებით გაგვიჩერეს მაგრამ მხოლოდ დროებით და ეს არის თქვენი გამარჯვება.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.