ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილი: 29 აპრილს ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს

"29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მხარდასაჭერად ორგანიზებულ ღონისძიებაზე ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.
პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილმა მოღალატეობა დააბრალა როგორც ქვეყნის შიგნით პატრიოტებს, ასევე, ერთგულ პარტნიორებსაც.
"ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა. მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზაგასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე - ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში, რუსეთის მარწუხებში, რომელიც საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ანტიდასავლური გზავნილები გააჟღერა, ასევე, ტრადიციული რიტორიკით ისაუბრა "გლობალური ომის პარტიაზე" და ოპონენტების მიმართ მუქარაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.