ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილი: წინასაინაგურაციო შეხვედრაზე მნიშვნელოვან პირებს ხალხის მოთხოვნები გადავეცი

ზურაბიშვილი: წინასაინაგურაციო შეხვედრაზე მნიშვნელოვან პირებს ხალხის მოთხოვნები გადავეცი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაინაგურაციო წვეულებას დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით დაესწრო. ის მომავალი ადმინისტრაციის წევრებს გაეცნო და ქართველების მთავარი მოთხოვნა გადასცა - ახალი არჩევნები.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა.
"მე მქონდა პატივი, დავსწრებოდი GOP-ის წინასაინაგურაციო მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მოწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პირებისთვის გადამეცა ქართველი ხალხის გადაუდებელი მოწოდება: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება", - წერს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.