ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილი: სხვა გზა არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ ერთად ვიყოთ და ყველა მტერს გავუძლოთ

მინდა, ჩემი შეთავაზება გავიხსენო, რაზეც პასუხი ჯერ არ მიმიღია. მაგრამ, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს პასუხს მე თუ არა, საზოგადოება მაინც მიიღებს. ვაკის პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომის მემორიალია, ამ მემორიალის ხეივანზე უნდა გაერთიანდეს ყველა, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მემორიალი, რადგან, აქ ბავშვები მხოლოდ ატრაქციონებისაკენ კი არ უნდა იხედებოდნენ, იქ უნდა გაიარონ, გაიცნონ და ისწავლონ, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ის მთავარი ფურცლები, რითიც ჩვენ დღემდე მოვედით.
ეს რომ ვიცით, ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ჩვენ სხვა გზა და სხვა ვალდებულება არ გაგვაჩნია, თუ არა ის, რომ ერთად ვიყოთ და ყველა მტერს გავუძლოთ, როგორც გუშინ გაუძლეს - თუნდაც სიკვდილით, მაგრამ გავუძლოთ ყველა მტერს მომავლისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.