ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილი: სურვილი, მედიაში გაკონტროლდეს ყველი სიტყვა საზოგადოების შეზღუდვის მცდელობაა

ზურაბიშვილი: სურვილი, მედიაში გაკონტროლდეს ყველი სიტყვა საზოგადოების შეზღუდვის მცდელობაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების ახალი ტალღა მისი სისუსტის ნიშანია.
მან ისაუბრა საჩივრებზეც, რომლებიც ივანიშვილის პარტიამ ფორმულასა და TV პირველში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეიტანა და ეს ნაბიჯები საზოგადოების შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.
"დღეს რეპრესიები რომ გრძელდება და ახალი ტალღა რომ იწყება, ესეც ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია. ის, რაც დღეს მედიის წინააღმდეგ იწყება, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლდეს ყველი სიტყვა და აიკრძალოს სიტყვები - ეს არის ახალი მცდელობა კიდევ უფრო შეიზღუდოს საზოგადოება.
ამ დროს ეს საზოგადოება დგას, იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტს ვერ მოერევიან. ამ ხელისუფლების ერთადერთი ბერკეტი ისაა, რომ საზოგადოებაში რაღაც გაუგებრობები, იმედგაცრუება, გახლეჩა შეიტანოს. ამ ყველაფერს ჩვენ ერთად უნდა შევებრძოლოთ. ჩვენ მხნედ უნდა ვიდგეთ და ეს ბრძოლა ბოლომდე გავაგრძელებთ და ეს ბოლო უკვე მოჩანს", - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.