არქივი28 თებერვალი, 2024, 20:12
ზურაბიშვილი: სამართლიანი არჩევნები არაა დამოკიდებული იმაზე, სად იქნება სააკაშვილი
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არაა დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, ის არ არის ნავალნი, პირდაპირ რომ გიპასუხოთ შეკითხვაზე. ის ციხეში რეალური მიზეზების გამო იმყოფება.
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე საპასუხოდ, რამდენად იქნება შესაძლებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მაშინ როცა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია.
ზურაბიშვილმა ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუბრისას აღნიშნა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.