ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილი: ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას

ზურაბიშვილი: ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას

“ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას. ასეთი ქმედებები, რასაც დღეს მთელი დღე ვუყურებთ, მკაფიოდ გვანახებს, თუ როგორ აწუხებს რეჟიმს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.
“მსგავსი პროვოკაციები კი მიზნად ისახავს ამ პროტესტის გაჩერებას და იმ ძალის დისკრედიტაციას, რომელიც დღეს ზუსტად გამოხატავს მოქალაქეთა თავისუფალ ნებას და რომელიც გუშინაც კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა.
მხარს ვუჭერ მშვიდობიან პროტესტს, როგორც ჩვენი საზოგადოების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებას.
მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი, რადგან მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზანს ბოლომდე”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.