ზურაბიშვილი: დონალდ ტრამპის სახით, ქართველ ხალხს მეგობარი ჰყავს

7 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, საფრანგეთში ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ “ექსის” მეშვეობით ავრცელებს.
“პრეზიდენტებს – მაკრონსა და ტრამპთან, ღრმა განხილვა მქონდა. ვამხილე მოპარული და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა ძლიერი ამერიკის აუცილებლობას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით, მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები”,- წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა იქვე გამოაქვეყნა საუბრის ვიდეო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულ მაკრონთან და დონალდ ტრამპთან. ზურაბიშვილი ახლა საფრანგეთში პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით იმყოფება, სადაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას ესწრება. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ტაძარში ყოფნის დროს, დონალდ ტრამპს პირადად მიესალმა. ამის შემდეგ კი მან სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა, რომ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს ესაუბრა კიდეც.
სალომე ზურაბიშვმა “ექსზე” ილონ მასკთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მასკთანაც ისაუბრა საქართელოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ილონ მასკი “ექსის” მფლობელია და ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდამავალ გუნდში ვივეკ რამასვამისთან ერთად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.
„არაჩვეულებრივი საუბარი [მქონდა] საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ილონ მასკთან. მოუთმენლად ველი, როდის ვუმასპინძლებთ მას ჩვენს ქვეყანაში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა