ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზუგდიდში "შემოდგომის ფესტივალი" მიმდინარეობს

ზუგდიდში "შემოდგომის ფესტივალი" მიმდინარეობს - დადიანების სასახლის ეზოში სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება ტარდება.
საჯარო სკოლებს გამოფენილი აქვთ შემოდგომის ნობათი, ხალხური რეწვის ნიმუშები და ნახატები. წარმოდგენილია მეგრული სამზარეულოც. ფესტივალი მუსიკალური ღონისძიებით დასრულდება.
"ქართული ოცნების" ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ფესტივალი ზუგდიდში, წელს პირველად იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მისი ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდების გააქტიურებაა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.