ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზუგდიდში ქალი მოკლეს, მისი ქმარი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია

ზუგდიდში ქალი მოკლეს, მისი ქმარი კი, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება.
რადიო „ათინათი“ წერს, რომ მოკლულია საშუალო ასაკის ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან. გამოცემა წერს, რომ მეზობლების ინფორმაციით, ასევე, მძიმე მდგომარეობაშია მისი ქმარი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.