არქივი14 დეკემბერი, 2023, 16:50
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება - სოფელ ოქტომბერში, საზარქუოს უბანში, სადაც გრუნტის გზა იყო, ასფალტის გზას აგებენ
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება - სოფელ ოქტომბერში, საზარქუოს უბანში, სადაც აქამდე გრუნტის გზა იყო, ასფალტის გზას აგებენ. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.
უახლოეს პერიოდში, ოქტომბერში ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის აშემნებაც იგეგმება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.