ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლი გაიხსნა | ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა

ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა:
"...მთავარი მოთხოვნა ამ სტატუსის, ევროკავშირის მიერ მიღებული ამ სტატუსის რომ ჩვენ ამ საკითხში მართლა გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ამისი მონაწილეები იქნებით ყველა თქვენ. ამისთვის ამ სახლის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქ სწორედ იქ არარსებულ საზღვართან ახლოს რომელიც არ გვყოფს, გვაერთიანებს. არ შეიძლება ჩვენი დაყოფა, ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს. და ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს და ყველაზე უფრო ჩვენ გვტკივა დღეს ის რომ ხიდის მეორე მხარეს არ არის გაზიარებული ის ელემენტარული ადამიანის უფლებები, რომელიც ქმნის ცივილიზებულ ქვეყანას" , - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.