არქივი17 დეკემბერი, 2024, 14:39
ზუგდიდში, აქცია-მსვლელობის მონაწილე 10-ზე მეტი მძღოლი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდში, 10-ზე მეტი ადამიანი საპატრულო პოლიციამ 1000-1000 ლარით დააჯარიმა. ისინი რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ცენტრში გამართული აქციის მონაწილეები არიან. პოლიციის მტკიცებით, დაჯარიმებულებმა მანქანებით გზა ჩაკეტეს და გადაადგილების პრობლემა შექმნეს. თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გზა მხოლოდ რამდენიმე წუთით, გაფრთხილების მიზნით ჰქონდათ გადაკეტილი.(მთავარი არხი)
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.