არქივი5 იანვარი, 2025, 20:24
ზუგდიდი-მესტიის გზაზე უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდასხმა ედებათ.
არსებული ინფორმაციით სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, სადაც ადგილობრივების თქმით აღინიშნება სისხლის კვალი. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს.
შსს-მ გამოძიება ორი მუხლით – ყაჩაღობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.