ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზუგდიდის ცენტრიდან აყვენილ ძაღლებს ჩაუტარდებათ ვაქცინაცია და დავაბრუნებთ უკან - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ.
"ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს. ცხოველები გადაყვანილია ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდებათ პროგრამით გათვალისწინებული მანიპულაციები - ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კვლევები, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია-სტერილიზაცია. ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველებს ეკიპაჟები ისევ ქალაქ ზუგდიდში დააბრუნებენ." - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.