არქივი5 დეკემბერი, 2023, 11:06
ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 14-მა წევრმა პარტია დატოვა
ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტია დატოვეს. საკრებულოს 22 წევრიდან 14 დეპუტატმა პარტია ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად დატოვა, რასაც აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა. როგორც ისინი აცხადებენ, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ისინი მელიასთან ერთად გააგრძელებენ. პარტიიდან წამოსულმა დეპუტატებმა საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება საჯარო ბრიფინგით აცნობეს.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს, ენმ დატოვა ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.