არქივი10 ივნისი, 2026, 14:15
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი საკუთარი სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ცნობისთვის, სოფელ ოქტომბერში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 70 წლის მამაკაცმა 55 წლამდე მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.