ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზუგდიდის მერია დაზიანებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს

ზუგდიდის მერია, თავისუფლების მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შადრევნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია.
„დღევანდელი მდგომარეობით, შადრევანი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის შემცველია, ვიზუალურადაც შელახულია. მისი არქიტექტურული ნაწილიც საჭიროებს რესტავრაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.