არქივი11 მაისი, 2024, 01:09
ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პრემიერმინისტრს "ამხანაგო კობახიძე"-თი მიმართა, პრემიერმა TV პირველის წამყვანს "ზრდილობისა და კულტურისკენ" მოუწოდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას დეპუტატ დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო.
"ვინ იგინება, მე ვიგინები? არა, ვინ იგინება?... ერთი წამით, თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას და კულტურას, თქვენს ზრდილობას და კულტურას მიხედეთ, რა შუაში იყო აქ, დიტო სამხარაძე იგინება თუ არ იგინება? სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იგინება, მაგრამ თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას, კულტურას და ინტელექტს" - მიმართა კობახიძემ მიშველაძეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.