ზოგს გაუჩნდა მოლოდინი, რომ, თუ ასე გაგრძელდა, რაღაც ეტაპზე, ევროპას დავეწეოდით, მაგრამ ეკონომიკური ზრდა უკვე ვარდება – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა “ოცნების” პირობებში დროებითია და უკვე ვარდება.
“რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, რუსეთიდან ფულის შემოდინებამ, მეორე წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოგვცა. ამის ხარჯზე, ზოგს გაუჩნდა მოლოდინი, რომ თუ ასე გაგრძელდა, რაღაც ეტაპზე, ერთ-ორ თაობაში ევროპას დავეწეოდით. მაგრამ, ამ რეალობაში უკვე ვარდება ეკონომიკური ზრდა, “ქართული ოცნების” პირობებში, 4-5% არის საშუალოდ, და კი, ევროპა უფრო ნელი ტემპით ვითარდება, მაგრამ, ამ ტემპებით, გერმანიას რომ დავეწიოთ 100 წელზე მეტი დაგვჭირდება. ამიტომ, მე არ ვიქნებოდი იმით კმაყოფილი, რომ ჩვენი და ევროპელებისაც სხვაობა მცირდება. ჩვენი შვილები რომ პენსიაზე გავლენ, მაშინ მაინც უნდა დავეწიოთ ევროპელებს თუ რაიმე ამბიცია გვაქვს. ჩვენ 4-5%-იანი საშუალო ზრდით ამას ვერ გავაკეთებთ,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას