“ზოგიერთმა ქვეყანამ სამშვიდობო სამიტის ჩაშლაში რუსეთის დახმარება დაიწყო” – ზელენსკი

სინ­გა­პურ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ “დი­ა­ლო­გი – შან­გრი­ლაზე” უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გა­ნაცხადება გააკეთა:

“და­დას­ტუ­რე­ბა გვაქვს მსოფ­ლი­ოს 106 ქვეყ­ნი­დან და ეს არის მა­ღალ დო­ნე­ზე: ლი­დე­რე­ბის დო­ნე­ზე, მათი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე. რუ­სე­თი დღეს და­დის მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, იმუქ­რე­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ან ქი­მი­კა­ტე­ბის ბლო­კა­დით, ენერ­გე­ტი­კულ რე­სურ­სებ­ზე ფა­სე­ბით, ან უბ­რა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებს ზე­წო­ლას მსოფ­ლი­ოს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე, რათა ისი­ნი არ და­ეს­წრონ სა­მიტს.

ამი­ტომ, როცა გე­კი­თხე­ბით, რა შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს მსოფ­ლი­ომ, მსოფ­ლიო უნდა იყოს ძლი­ე­რი, მო­ახ­დი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა რუ­სეთ­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია პუ­ტი­ნის შე­ჩე­რე­ბა სხვა გზით, მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იზო­ლა­ცია, ძლი­ე­რი უკ­რა­ი­ნის არ­მია. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ სრუ­ლად უნდა გა­ი­გოს: არა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის ბა­ლან­სი­რე­ბა, არა­მედ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დაც­ვა“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე