ზოგიერთი არასამთავრობო ესტონურ ენჯეოდ იქცა და პრეტენზია აქვთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არიან, აბსურდში არიან –

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი არასამთავრობო ესტონურ ენჯეოდ იქცა და პრეტენზია აქვთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არიან, რაც სრული აბსურდია.
როგორც პაპუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში თქვა, გამჭვირვალობის კანონის მიზანი იყო, რომ საზოგადოებას სცოდნოდა ვისთან ჰქონდა საქმე და ეს ამოცანა ფაქტობრივად შესრულებულია.
“არასამთავრობო ორგანიზაციები ლამის ზედამხედველებად ჰყავდათ გამოცხადებულები უცხოელ დონორებს. ჯერ კიდევ ალბათ წერია იმ 9 პუნქტში, რომ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ენჯეოების ჩართვა, მონაწილეობა და გადაწყვეტილება ხელი უნდა ჰქონდეთ დადებული. ენჯეოები ითხოვდნენ, რომ მთავრობა ჩამოყალიბებულიყო მათი ვეტოს უფლებით და ა.შ. ასეთ დონეზე იყო მისული ყველაფერი, რომ არაფერი ვთქვათ დონორებზე, რომლებსაც პარლამენტის კორიდორები ატალახიანებული ჰქონდათ კანონების მიღებასთან დაკავშირებით. არანაირი სუვერენიტეტის პატივისცემა აღარ არსებობდა. საერთო ჯამში, ამ, პროცესმა რაც გააკეთა არის ერთი, ეს არის ლუსტრაცია, მათ შორის, რიცხობრივად გამოჩნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში 100 არასამთავრობო ორგანიზაცია არის, რომელიც არ რეგისტრირდებიან. 400 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული და ვინმეს რამე პრობლემა შეექმნათ?! ვინმე დაიხურა ამის გამო? – არა. მაგრამ, ახლა მათივე დონორმა რომ დახურა ერთი სიტყვა ამოიღეს? ხომ ამბობენ, რომ თავისუფალი ხალხი ვართო, რატომ ვერ ბედავენ, რომ საკუთარი დონორი გააკრიტიკონ?! ამაში ჩანს, რომ ისინი არიან უცხო ინტერესების წარმომადგენლები და იმ ხელს, რომელიც მათ კვებავს ვერ აკრიტიკებენ.
რაც შეეხება ამ პროცესს, გამჭვირვალობის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებისთვის ცხადი იყოს ვისთან გვაქვს საქმე. ეს ამოცანა ფაქტობრივად შესრულებულიც არის იმ მხრივ, რომ საზოგადოებამ დაინახა ამ ენჯეოების უკან ვინ დგას და ვინ რას წარმოადგენს. დღეს ზოგიერთი არასამთავრობო ესტონურ ენჯეოდ იქცა და პრეტენზია აქვთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არიან. აბსურდში არიან. ესტონური ენჯეო გველაპარაკება, რომ სახელისუფლებო გადაწყვეტილების მიღებაში უნდა ჩავრთოთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები