არქივი9 ივნისი, 2024, 14:06
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
ლეგენდარული შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნული ნაკრებიდან გააცილეს. სერბეთთან ამხანაგური მატჩის წინ, რომლებიც შვედებმა 0:3 დათმეს, სპეციალური ცერემონია გაიმართა, რომელიც "მილანის" ყოფილ ფორვარდს მიეძღვნა.
სიტყვით გამოსვლის დროს ზლატანმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა და საზოგადოება კვლავ აალაპარაკა.
"25 წლის წინ ვთქვი, რომ მსოფლიოში საუკეთესო გავხდებოდი. ბევრმა გაიცინა. 25 წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დროის საუკეთესო ვარ", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.