ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზივზივაძე შეცვალეს - "ჰაიდენჰაიმი" "სანკტ-პაულისთან" დამარცხდა

ზივზივაძე შეცვალეს - "ჰაიდენჰაიმი" "სანკტ-პაულისთან" დამარცხდა

ბუჰდესლიგის მეთვრამეტე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან, „სანკტ-პაულისთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს პირველ ტაიმში ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ თავით ბურთი კარს ააცილა. ქართველმა პირველი ორი მატჩი სრულად ითამაშა, ამჯერად კი 77-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: sofascore 6.3, flashscore 6.2, whoscored 6.1.
„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 25 იანვარს გასვლაზე „აუგსბურგს“ დაუპირისპირდება.
ჰაიდენჰაიმი - სანკტ-პაული 0:2
გოლები: 0:1 ეგეშტაინი (25, პენ), 0:2 გილავოგი (90+2)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.