ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - "კარლსრუე" "ჰანოვერთან" დამარცხდა [VIDEO]
![ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - "კარლსრუე" "ჰანოვერთან" დამარცხდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/11/ecc315cdeca9ea52f3afceb87bf8d3f7-xN47en.jpeg)
მეორე ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „ჰანოვერთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში გოლიც გიტანა, თუმცა თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს - შეფასებები: sofascore 7.1, flashscore 6.6, whoscored 6.5.
„კარლსრუე“ ამ მომენტისთვის 19 ქულით მეოთხე ადგილზეა და 10 ნოემბერს „პროისენს“ უმასპინძლებს.
ჰანოვერი - კარლსრუე 2:1
გოლები: 0:1 ფრანკე (45), 1:1 ნგანკამი (66), 2:1 ჰალსენბერგი (89, პენ)
სამაგიეროდ, ჰანოვერს ჩაუთვალეს თამაშგარედან გატანილი გოლი, ანუ, როცა ვარ-ი მთავარ მსაჯზე უფრო მიკერძოებულია... თუ ვინმემ იცით, ვარ-ი მულტფილმებს რატომ ხატავს, ნუთუ თანამედროვე ტექნიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ როგორც მოხდა, ისე, რეალური ფეხბურთელებით აჩვენოს სადაო მომენტები?!...
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.