ზვიად ცეცხლაძე – ჩემი ქმედებები არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას – არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ

არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ , – ამის შესახებ გასული წლის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ზვიად ცეცხლაძე წერილში წერს, რომელსაც მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.
ცეცხლაძის თქმით, ის არ არის შეცდომაში შეყვანილი და ყველა ქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი, ცეცხლაძე ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს იგივე პრინციპით.
“მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემ ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი. ჩემი ქმედებები კი არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება). ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება. შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის”, – წერს წერილში ცეცხლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ელენე ხოშტარია დღეს წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია – განსაკუთრებით მაინტერესებს მაკა ბოჭორიშვილის და თეა ახვლედიანის აზრი, რომლებიც მეგობრობდნენ მასთან: ღამე როგორ გძინავთ?

ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენ პატივს ვცემთ თინა ბოკუჩავას და მიგვაჩნია, რომ მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს – ვინ იქნება შემდეგი თავმჯდომარე, ამის მკითხაობას აზრი არ აქვს, რადგანაც კანდიდატების შესახებ ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის