ზვიად ცეცხლაძე მამუკა მდინარაძეს მიმართავს: ჩვენც სწორედ ამ რაშიზმსა და რაშისტებს ვებრძვით (რომლითაც სავსეა ქართული ოცნება)

ოლიგარიქული რეჟიმის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან პროპაგანდის საპასუხო წერილს ავრცელებს და ივანიშვილის არალეგიტიმურ დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს:
 “ვერ გაგვტეხეს და ამიტომ დაიწყეს დემაგოგიური კამპანია ჩვენი იმიჯის შესალახად. ვიხილეთ მდინარაძის გამოსვლა ანდროს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ანდროს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცნობ პროპაგანდას, რომელსაც მდინარაძე მიმართავს:
“თუ ასე გძულს რუსები, მაშინ მათ ფილმებში რატომ იღებ მონაწილეობას?” აქ მდინარაძე ცდილობს ანდროს ფარისევლად და უპრინციპოდ წარმოჩენას. ამვადროულად, განზრახ მალავს იმ ეთნიკურად რუსი რეჟისორის პოლიტიკურ ფასეულობებს, რომელიც მისსაზე ბევრად ანტიპუტინისტური და პროქართულია. მიზანმიმართულად აიგივებს ეთნიკურად რუსისა და რაშიზმის ცნებებს.
რაშიზმი ეწოდება იდეოლოგიას, რომლის მთავარი მიზანია ემსახუროს იმპერიალისტურ რუსეთს (როგორც მესამე რომს).
რაშისტი არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად თავისი ეროვნული წარმომავლობისა, ემსახურება რუსულ იმპერიალიზმს და ცდილობს მის დამკვიდრებას მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საკუთარ სამშობლოში.
ჩვენც სწორედ ამ რაშიზმსა და რაშისტებს ვებრძვით (რომლითაც სავსეა ქართული ოცნება). არამც და არამც ეთნიკური ნიშნით რუსებს! ჩვენში მიუღებელია ეთნიკური ზიზღი და შოვინიზმი!
და ბოლოს, ბატონო მდინარაძე, სანამ ერუდირებულ ადვოკატობაზე გექნებათ პრეტენზია, ჯერ უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიმეცნეთ, სანამ დამნაშავედ მოიხსენიებთ კაცს, რომელსაც ბრალი დამტკიცებული არ აქვს! ” | წერს ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც “მთავარი არხის” ვებგვერდს მოაწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც