ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზვიად ქორიძე მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებაზე - არ შეიძლება მოქალაქეები, რომლებიც ასე შიშველი ხელებით დგანან პირდაპირ დიქტატურის პირისპირ, მშვიდად შეხვდნენ ასეთ უსირცხვილო გადაწყვეტილებებს

ზვიად ქორიძე მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებაზე - არ შეიძლება მოქალაქეები, რომლებიც ასე შიშველი ხელებით დგანან პირდაპირ დიქტატურის პირისპირ, მშვიდად შეხვდნენ ასეთ უსირცხვილო გადაწყვეტილებებს

არ შეიძლება მოქალაქეები, რომლებიც ასე შიშველი ხელებით დგანან პირდაპირ დიქტატურის პირისპირ, მშვიდად შეხვდნენ ასეთ უსირცხვილო გადაწყვეტილებებს, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი, ზვიად ქორიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
„მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებამ საზოგადოების სწორი რეაქცია გამოიწვია იმიტომ, რომ არ შეიძლება მოქალაქეები, რომლებიც ასე შიშველი ხელებით დგანან პირდაპირ დიქტატურის პირისპირ, მშვიდად შეხვდნენ ასეთ უსირცხვილო გადაწყვეტილებებს. ჩვენ კარგად ვხედავთ იმას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ამ პოლიციურმა სისტემამ, ამ დიქტატურამ, რომ საპატიმროში ჩაესვათ მზია ამაღლობელი. დგებუაძე, რომელიც უსახური ლავასოღლის მარჯვენა ხელია, ყვიროდა იმას, რომ „სისხლით“ უნდა გავუშვათ ეს ადამიანიო, მას განზრახვა ჰქონდა“,- განაცხადა ქორიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.