არქივი24 ივნისი, 2025, 12:22
ზვიად რატიანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული – შსს პოეტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
გეკა გელაძის უწყების განმარტებით, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც მათ შორის პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.