ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზვიად რატიანის ადვოკატი - პოლიციელი ჩვენებაში ამბობს, რომ მან ძლიერი ტკივილი განიცადა, პროკურატურის შეფასებით, ეს არის საფუძველი, რაც პოლიციელზე თავდასხმის მუხლით კვალიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა

ზვიად რატიანის ადვოკატი - პოლიციელი ჩვენებაში ამბობს, რომ მან ძლიერი ტკივილი განიცადა, პროკურატურის შეფასებით, ეს არის საფუძველი, რაც პოლიციელზე თავდასხმის მუხლით კვალიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა

პოლიციელი (თემურ მიშელაშვილი) ჩვენებაში ამბობს, რომ მან ძლიერი ტკივილი განიცადა, - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული პოეტის, ზვიად რატიანის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ განაცხადა.
„პროკურატურის შეფასებით, ეს არის ის საფუძველი, რაც იძლევა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით კვალიფიკაციის შესაძლებლობას“, - აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, პატარიძე აცხადებს, რომ პროკურატურა რამდენიმე საფუძველზე ითხოვს პატიმრობის შეფარდებას.
„დღეს პროკურორმა პატიმრობის დასაბუთებულად წარმოგვიდგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზვიად რატიანს 19-ჯერ გადაუკეტავს გზა რუსთავზე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც ითხოვდა პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას.
გარდა ამისა, ბრალდების მხარე უთითებდა, რომ რატიანი მოწმეებზე მოახდენდა გავლენას. ეს მოწმეები არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა.
მეორე საფრთხე, რომელსაც პროკურორი პატიმრობის დასაბუთებულად უთითებდა, არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - განაცხადა მარიამ პატარიძემ.
ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.