ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ და დასძინა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ნაწილში ბრალი აბსურდულია, რადგან დაკავების მომენტში სუს-ის წარმომადგენლებს არ ეცვათ სპეციალური ფორმები და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ იყო ცნობილი, ვინ დაესხა თავს. მისივე განმარტებით, დაკავების ოქმში არ არის ასახული წინააღმდეგობის გაწევის ეპიზოდი.
სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც.
“მე ბედნიერი ვარ, რომ თავი არ დავუხარე ბიძინა ივანიშვილს. მე მიმაჩნია, რომ ის არის ქვეყნის მტერი და მიმაჩნია რომ ის უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მმართველობას.
რაც პროკურორმა ბრძანა, არის ტყუილი. დილით ბავშვი მივიყვანე სკოლაში, შემდეგ ჩემს საქმეზე მივდიოდი, „მოლში“ მანქანა იქ გავაჩერე, სადაც მომიხერხდა და შევნიშნე, რომ შავებში ჩაცმული პირების მობილიზება მოხდა, რამაც მაიძულა, რომ მანქანაში ჩავკეტილიყავი, რადგან საფრთხე ვიგრძენი. რომ მცოდნოდა, პოლიციელები იყვნენ, საფრთხეს არ ვიგრძნობდი.
5-6 პოლიციელი იღებდა ვიდეოს… 6 წლით მიპირებს პატიმრობაში დატოვებას, კეთილი ინებოს გამოძიებამ და ამოიღოს ეგ ვიდეო და ნახავთ, რომ წინააღმდეგობას არავის ვუწევდი.
რაც შეეხება მეორე ბრალს, ვაღიარებ, ბიძინა ივანიშვილს დავემუქრე, მაგრამ დავემუქრე არა სახელმწიფოს, რადგან ის სახელმწიფოს არ წარმოადგენს, არამედ დავემუქრე კერძო პირს.
ერთი თხოვნა მაქვს, გლდანის ციხეში გამაწესეთ, რადგან ოჯახთან ახლოს ვიყო. იმედი მაქვს ჩემი პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება”, – მიმართა მოსამართლეს ზვიად კუპრავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას