არქივი19 ნოემბერი 2025, 14:44
ზვიად კვარაცხელია: ტყუილად ცდილობენ გამძაფრებას – ეს არაა სიძულვილი. ესაა მზერის გადანაცვლება იქითკენ, საითაც ნამდვილი სამყაროები და ადამიანები გეგულება. დევნილები, დაჩაგრულები, გალანძღულები, მაგრამ ნამდვილები

„ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია:
იყო დრო, ვერ ვუგებდი ჩემს უფროს მეგობრებს 90-იანების ზუგდიდში, რომლებსაც ჭაბუა ამირეჯიბის წიგნებისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის ფილმებისკენ გახედვაც არ უნდოდათ. მეუბნებოდნენ, რომ ინტერესი დაკარგეს.
ახლა მესმის მათი: მეც ასე დავკარგე ინტერესი საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმართ.
ტყუილად ცდილობენ გამძაფრებას – ეს არაა სიძულვილი. ესაა მზერის გადანაცვლება იქითკენ, საითაც ნამდვილი სამყაროები და ადამიანები გეგულება. დევნილები, დაჩაგრულები, გალანძღულები, მაგრამ ნამდვილები.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.