ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზვიადაძე: პატრიარქის ანდერძი არ არსებობს - მან მოსაყდრე სიცოცხლეშივე დაადგინა

შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერც იარსებებს იმის გამო, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გადაწყვიტა, თავის სიცოცხლეში, წერილობითაც და სიტყვიერადაც თავად გამოეცხადებინა, რომ მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ყოფილიყო [...]
კანონიკური წესია ასეთი, რომ თუ პატრიარქი მოსაყდრეს თავის სიცოცხლეში არ დაასახელებს, მაშინ ის ანდერძს წერს. ახლა კი იმის გათვალისწინებით, რომ ილია მეორემ გადაწყვიტა, მოსაყდრე თავის სიცოცხლეშივე დაედგინა, ანდერძის საჭიროება არაა. ამიტომ, არავითარი ასეთი ანდერძი აღარ არსებობს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.