არქივი26 დეკემბერი, 2023, 08:22
ზვავსაშიშროების და დაბალი ხილვადობის გამო კობი-გუდაურის გზა კვლავ დაკეტილია
ზვავსაშიშროების და დაბალი ხილვადობის გამო კობი-გუდაურის გზა კვლავ დაკეტილია.
ადგილზე მეტეოროლოგები და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებმაც ვითარება უნდა შეაფასონ და რეკომენდაცია გასცენ.
ტერიტორიის გასაწმენდად ადგილზე უკვე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. მლეთაში გზის გახსნას ათეულობით მძღოლი ელოდება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.