ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში - აშშ-ის დაზვერვის დირექტორი

ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში - აშშ-ის დაზვერვის დირექტორი

"ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში" - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითაც ზელენსკი-ტრამპის გუშინდელ შეხვედრას და მწვავე დისკუსიას ეხმაურება.
"გმადლობთ პრეზიდენტო ტრამპ თქვენი ურყევი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის ინტერესებისა და მშვიდობის დასაცავად. ის, რაც თქვენ თქვით, აბსოლუტურად მართალია: ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში და არავინ მოუწოდებს მას ამისკენ. გმადლობთ, ვიცე-პრეზიდენტო ვენს ასეთი გადამწყვეტი და ნათელი საუბრისთვის დიპლომატიის აუცილებლობის შესახებ", - წერს ტულსი გაბარდი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.