ზელენსკი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლათინური ამერიკა იყოს ჩვენ მხარეს

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, ლათინური ამერიკის უკრაინის მხარეს ყოფნა მისი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ზელენსკიმ არგენტინაში ვიზიტის დროს ისაუბრა, სადაც ახალარჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.
“მჯერა, რომ არგენტინის ახალი პრეზიდენტისა და მისი გუნდის პოზიცია უცვლელი დარჩება. დღეს ის დამყარებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების მხარდაჭერაზე”. – თქვა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ არგენტინის ასეთი ცხადი პოზიცია გავლენას მოახდენს რეგიონში უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც გაეროში უკრაინული რეზოლუციების მხარდაჭერაში გადაითარგმნება.
“მნიშვნელოვანია, რომ ლათინური ამერიკის ძლიერი ხმა, როგორიც არგენტინის ხმაა, პარაგვაის, ურუგვაის და ეკვადორის ხმები – ყველა ჩვენს მხარეს იყოს. მიხარია, რომ ეს ასეა. ჩვენ ვმუშაობთ -ლათინური ამერიკის სამიტზე. ჩვენი მიზანია, რომ გავაერთიანოთ ლათინური ამერიკის ხმები უკრაინის მხარდაჭერაში. დღეს ჩვენ მოვისმინეთ არგენტინის პრეზიდენტის მხარდაჭერა. ჩვენ ვიფიქრებთ თუ როგორ და როდის მოვაწყოთ ეს ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. აქ არიან წარმომადგენლები ურუგვაიდან და პარაგვაიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა ჩვენი თემები ლათინურ ამერიკაში იყვნენ ერთიანი”. – თქვა ზელენსკიმ.