ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ორდღიანი სამიტია

ზელენსკი ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ორდღიანი სამიტია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა. 18-19 დეკემბერს ბრიუსელი მასპინძლობს ევროკავშირის სამიტს, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთისთვის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება.
ამ საკითხს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ ცნობით, ბრიუსელში ჩასვლამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებაზე ვერ შეთანხმდება, უკრაინა გაცილებით სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება, პუტინს კი დანამდვილებით აღარ მოუნდება დიპლომატია და დიალოგი.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს გაუყინა 210 მილიარდი დოლარის აქტივები. ევროკომისიის წინადადებაა, რომ ეს აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ ე.წ. რეპარაციის კრედიტის სახით.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ერთსულოვანი პოზიცია არ არსებობს. მოწინააღმდგეებს შორისაა ბელგია, სადაც დაახლოებით 185 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები ინახება.
რუსეთი თავისი ქონების უკანონოდ განკარგვის შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.