ზელენსკი, შემიძლია დაგპირდეთ, რომ იარაღისთვის დაფინანსება არ გექნებათ – კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა

ზელენსკი, შემიძლია დაგპირდეთ, რომ იარაღისთვის დაფინანსება არ გექნებათ – კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და აცხადებს, რომ ზელენსკიმ მართლმადიდებლური ეკლესია აკრძალა.
ის უკრაინის პრეზიდენტს ჰპირდება, რომ იარაღის დასაფინანსებელ თანხას -სგან ვეღარ მიიღებს და აღნიშნავს, რომ ამერიკა უკრაინის ყულაბა არ არის.
„ზელენსკიმ მართლმადიდებლური ეკლესია აკრძალა.
ზელენსკი, შემიძლია დაგპირდეთ, რომ იარაღისთვის დაფინანსება არ გექნებათ.
მოილაპარაკეთ მშვიდობისთვის.
ჩვენ თქვენი ყულაბა არ ვართ.“ – წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელ X-ზე.
მოგვიანებით, ამავე პოსტის კომენტარში ის გამოეხმაურა “უკრაინელი ბოტების” რეაქციასაც და დაწერა: “უკრაინელი ბოტები ამაზე ძალიან გაგიჟდნენ – „არაუშავს, რადგან ისინი რუსი მართლმადიდებლები იყვნენ“. უეცრად, ეს ომის მომხრე ნაძირლები რელიგიის ექსპერტები და ტელეპათებიც გახდნენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ არც ერთი ქრისტიანი არ დადიოდა ამ ეკლესიებში ღმერთის თაყვანისცემისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენც იგივე გავაკეთოთ შტატებში. თვალთმაქცებო.” – წერს ანა პაულინა ლუნა.
Next: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება