ზელენსკი: ფრონტის ხაზზე ბრძოლის დაპაუზება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს

უკრაინის პრეზიდენტი, ამბობს, რომ ომის დროებით შეჩერება სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. ზელენსკის აზრით, ამ დროს იარაღის მარაგის შესავსებად და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.
“უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზზე პაუზა ომის შეჩერება არაა. ეს ომის დასასრული არაა. ამას არ მივყავართ პოლიტიკურ დიალოგამდე რუსეთის ფედერაციასთან, ან ვინმე სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ რუსეთს წაადგება”,- განაცხადა ზელენსკიმ ესტონეთში ვიზიტის დროს.
ზელენსკი ესტონეთში თავისი რეგიონული ტურის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც ლიეტუვასა და ლატვიაში ვიზიტსაც მოიცავს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში ყოფნის დროს თქვა, რომ მისი ქვეყნის სამხედრო ძალებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ რუსეთის ჯარის შეჩერება შესაძლებელია. თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინას დასავლური იარაღი, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვითი სისტემები სჭირდება.
ზელენსკიმ ისიც ახსენა, რომ მას კარგად ესმის, ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინის დახმარება შეუძლიათ, თავადაც არ აქვთ იარაღის დიდი მარაგი.
ომის დაწყებიდან, თითქმის ორი წლის თავზე უკრაინამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ გააძლიერებს შიდა თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას და იმუშავებს ერთობლივ პროექტებზე უცხოეთის მთავრობებთან მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის წარმოებისთვის.
, ლიეტუვა და ლატვია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდამჭერები არიან. ზოგიერთი ბალტიისპირეთში წუხს, რომ ეს ქვეყნები, შესაძლოა მოსკოვის შემდეგი სამიზნე იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას