ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი: უსამართლოა განზე გადგომა, როცა ვინმე შენთვის კვდება, საჭიროა გონივრული და სამართლიანი კანონი მობილიზაციის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება "გონივრული და სამართლიანი კანონი მობილიზაციის შესახებ".
"მობილიზაცია, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობის საკითხია. სამართლიანია, ჩაანაცვლო ის, ვისთვისაც სამართლიანია დასვენება. არიან ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან ომში არიან და ფაქტი, რომ ისინი არ წუწუნებენ, არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა, რათა დაისვენონ. ამიტომ საჭიროა გონივრული და სამართლიანი კანონი მობილიზაციის შესახებ. უსამართლოა განზე გადგომა, როცა ვინმე შენთვის კვდება“, - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის მთავრობა მობილიზაციის შესახებ ახალ კანონპროექტს პარლამენტს 6 თებერვალს წარუდგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.