ზელენსკი: უკრაინას აქვს ფართო რადიუსის იერიშის შესაძლებლობები, დრონებით და ATACMS-ით

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 19 ნოემბერს აცხადებს, რომ ღამით ბრიანსკზე თავდასხმისას უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული ექვსი ATACMS-ის რაკეტა გამოიყენა. იგი დასძენს, რომ რუსეთის ძალებმა შეძლეს მათგან ხუთის ჩამოგდება და ერთის დაზიანება.
სამინისტროს თანახმად, დაზიანებული ATACMS-ის ნაწილები სამხედრო ობიექტს დაეცა, რასაც მოჰყვა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს. სამინისტროს განცხადებით, მსხვერპლი არ არის.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის სააგენტო RBK-მ უკრაინის არმიის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ კიევმა ATACMS-ის რაკეტები პირველად გამოიყენა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის ბრიანსკის რეგიონში მდებარე სამიზნის წინააღმდეგ და მას ზიანი მიაყენა.
ოპერაცია ემთხვევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მე-1000 დღეს, რითაც მას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ანალიტიკოსთა თქმით, საპასუხო თავდასხმების სიზუსტით განხორციელების შესაძლებლობის დემონსტრირებით უკრაინა ცდილობს, შეცვალოს ომის სტრატეგიული სურათი და აჩვენოს, რომ რუსეთის ტერიტორია არ არის დაცული პირდაპირი თავდასხმებისგან.
კიევს ეს ცნობები ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა როცა ამაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუსვეს კითხვა, მან თქვა: “უკრაინას აქვს ფართო რადიუსის შესაძლებლობები, მათ შორის ადგილობრივი წარმოების ფართო რადიუსის დრონებით… და ახლა ATACMS-იც გვაქვს”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად