ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი: უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე შეუძლებელია, ამას ვერავინ მიიღებს

ზელენსკი: უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე შეუძლებელია, ამას ვერავინ მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია მათი, ანუ, რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობებისთვის, უკრაინასთან მიმართებით კი "უკრაინის გარეშე უკრაინაზე საუბარი შეუძლებელია და ამას ვერავინ მიიღებს".
"რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე, მაგრამ უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე შეუძლებელია და ამას ვერავინ მიიღებს. ამდენად, პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. თუმცა, ისინი ჩვენს გარეშე ვერაფერს ვერ მიღებენ. მე ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ეს ესმის და აცნობიერებს", - აღნიშნა მან.
"იქ რამდენიმე საკითხი წამოიჭრება. გააკეთეთ ყველაფერი, რომ ეს ომი დასრულდეს. არის რაღაცები, რაც თქვენს გულშია და არის რაღაცები, რაც თქვენს კონსტიტუციაშია", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.