ზელენსკი ტრამპს ორშაბათს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი -ის პრეზიდენტ ტრამპს ორშაბათს შეხვდება.
ამის შესახებ ზელენკიმ შაბათს განაცხადა, მას შემდეგ რაც ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ალასკაში გამართული სამიტის შემდეგ.
ალასკაში გამართული სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ მართალია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა “დიდი პროგრესია”.
ალასკაში ორ- სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ტრამპისა და პუტინის შეხვდრა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტებმა განცხადებები გააკეთეს მედიასთან. ორივეს განცხადება იყო ზოგადი, თუმცა ცხადი გახდა, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე სატელეფონო ზარი უნდა განახორციელოს და მოუყვეს შეხვედრაზე, მათ შორის ნატოს, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს.
ვაშინგტონში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს დაურეკა და -ში ორშაბათს მიიწვია.
ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თუ შეხვედრა წარმატებული იქნებოდა, მას მოყვებოდა მეორე შეხვედრაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, თუმცა როდესაც ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრმპმა თქვა, რომ ის პუტინს სავარაუდოდ კიდევ შეხვდება, პუტინმა უპასუხა: “შემდეგ ჯერზე მოსკოვში”.
მეტი:
შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა დიდი პროგრესია – ტრამპი

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად